Cheap flights from Tbilisi to - Kyiv from 27 USD UAH - SkyUp Airlines
Wait

იაფი ფრენები თბილისიდან (TBS) - კიევში (KBP)

შეიძინეთ ავიაბილეთი განვადებით თბილისი - კიევის მიმართულებით 12 გადახდის შემდგომ

Kyiv

 

კიევი - უკრაინის მეგაპოლისია, სადაც ცათამბჯენები, ბიზნეს ცენტრები და მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტრო ჰარმონიულად ესადაგება ულამაზესი არქიტექტურის მქონე ისტორიულ სახლებს, მოკირწყლულ ქუჩებს, ოქროს გუმბათიან წმინდა სოფიას ტაძარს, თოვლივით თეთრ კიევ-პეჩერსკაიას ლავრასა და გენიალური არქიტექტორის, გოროდეცკის - ქიმერებიან სახლს. ფართოდ გადაშლილი “ვლადიმირსკაია გორკა”-ს პარკი, ახალი შუშის ხიდი, შთაგონებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული ანდრეევსკის დაღმართი, ვდნხ-ს დიდი ექსპო ცენტრი და ელეგანტური ობოლონსკაიას სანაპირო, თითქოს გიწვევენ უკრაინის დედაქალაქის გასაცნობად.

 

ავიაკომპანია "SkyUp"-ი იზრუნებს თქვენს კომფორტულ გადაფრენაზე, რათა დასვენება სასიამოვნოდ დაიწყოს:

— უფასო ონლაინ რეგისტრაცია ავიარეისზე ავიაკომპანიის ვებსაიტზე

— ტარიფების დიდი არჩევანი: Basic (ხელბარგი 9 კგ-მდე), Standard (ფასდაკლება ყველა დამატებით მომსახურებაზე შეადგენს 10%-ს, ხელბარგი 9 + 5 კგ და ბარგი 23 კგ), Flex (თვითფრინავში ადგილის უფასო შერჩევა, ფასდაკლება ყველა დამატებით მომსახურებაზე შეადგენს 20%-ს     , ხელბარგი 9 + 9 კგ და ბარგი 32 კგ)

— თქვენს პირად კაბინეტში გეძლევათ შესაძლებლობა შეიძინოთ დამატებითი ოპციები: კვება თვითმფრინავში, დამატებითი ბარგი, ადგილის შერჩევა, ცხოველების ტრანსპორტირება და ა.შ.

— ავიაკომპანია "SkyUp"- შემოგთავაზებთ უგემრიელეს მენიუს, რომელიც შემუშავებულია კვების წამყვან სააგენტოსთან თანამშრომლობით. კერძები ისეთივე გემრიელია, როგორც რესტორანში. შეკვეთა შესაძლებელია დაჯავშნის დროს ან თქვენს პირად კაბინეტში, ამასთან გამგზავრებამდე 32 საათით ადრე.

 

კიევი - მყუდრო ქუჩების ჰარმონია თანამედროვეობასთან

ქალაქის ისტორიულ უბნებში ძირითადად გვხვდება      მოკირწყლული ქუჩები, რომლებიც სასწაულებრივად არიან ჩახვეულნი თანამედროვე და კონსტრუქტივისტულ კორპუსებს შორის. დედაქალაქის ქვაფენილიანი უძველესი აღმართები და დაღმართები მოწმობენ ქალაქის ისტორიაზე და საუკუნეების მანძილზე რჩებიან სწრაფად მზარდი თანამედროვე ქალაქის უცვლელ ატრიბუტად. კიევში შენდება დიდი ბიზნეს ცენტრები     , უზარმაზარი სავაჭრო და გასართობი კომპლექსები და ფუნქციონირებს განვითარებული მეტროპოლიტენი. კიევში კონცენტრირებულია ძირითადი სახელმწიფო დაწესებულებები.

 

როგორ ჩავიდეთ ქალაქში?

ბორისპოლის აეროპორტთან შეგიძლიათ ისარგებლოთ მაღალსიჩქარიანი მატარებლით "Kyiv Boryspil Express " და სწრაფად ჩახვიდეთ ქალაქში 3 დოლარად*. "Skybus"-ის ავტობუსის ბილეთი ეღირება 1,8 დოლარამდე*. კომფორტული ტაქსით მგზავრობის ფასი 12 დოლარიდან იწყება*.

 

რისი დათვალიერება ღირს

კიევი ძეგლების ნამდვილი საგანძურია. დაიწყეთ მისი გაცნობა “მაიდან ნეზალეჟნოსტი”-დან - ქვეყნის მთავარი მოედნიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის თანამედროვე ისტორიაში. აქედან გირჩევთ იაროთ ხრეშჩატიკის ცენტრალური ქუჩის გასწვრივ, რომელიც ყველაზე ფართო და ამავდროულად ყველაზე მოკლეა ევროპაში. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისა და ლამაზი ფოტოების გადასაღებად გირჩევთ ეწვიოთ ისეთ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა:

კონტრაქტოვ     სკაიას მოედანი, რომელიც დაარსდა შუა საუკუნეში მოედანზე განლაგებულია მე-19 საუკუნის კონტრაქტოვას სახლი, ისტორიული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა "კიევო-მო    გილიანსკაიას აკადემია", ჭაბურღილი-შადრევანი "სამსონი", მონუმენტური სავაჭრო კომპლექსი "გოსტინი დვორ", რომელიც 110 წელზე მეტი ხნისაა.

– კიევის ოკეანარიუმი "ზღვის ზღაპარი". გირჩევთ, ეწვიოთ ოკეანარიუმს ბავშვებთან ერთად და მათთან ერთად იგრძნოთ აღტაცება, უყუროთ რიფის ზვიგენებს, მურენებს, სკატებს, ზღვის დუმფარებს, ზღვის ცხენებს და წყალქვეშა სამყაროს სხვა მცხოვრებლებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია დარბაზი "ამაზონია" უზარმაზარი და მტაცებელი პირანიებით სავსე აკვარიუმით, ასევე 2 მეტრის სიღრმის გვირაბით, რომელშიც თითქოს ოკეანის ფსკერზე სეირნობთ. ბავშვებთან ერთად მოგზაურების დროს შესაძლოა დაინტერესდეთ დარბაზით, სადაც ჩაძირული გემის ილუმინატორებიდან მარჯნის კომპლექსი დაათვალიეროთ.

პეიზაჟების ხეივანი. თვალწარმტაცი ადგილი ორიგინალური და საყვარელი ქანდაკებებით, რომლებიც ქმნიან მხიარულ განწყობას ნათელი ფერებითა და ფანტასტიკური ინსტალაციებით. აქ შეგიძლიათ გადაიღოთ საინტერესო ფოტოები, აქტიურად დაისვენოთ ბავშვებთან ერთად, საღამოს კი ჩახვიდეთ გონჩარი-კოჟემიაკის ტერიტორიაზე და დატკბეთ ულამაზესი ილუმინაციით

– უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმი - ერთ-ერთი უძველესია კიევში. აქ 800 ათასზე მეტი ექსპონატია თავმოყრილი, რომლებიც, უსიტყვოდ მოგვითხრობენ საინტერესო ისტორიებს და გვიჩვენებენ უკრაინის ცხოვრების ისტორიულ მოვლენებს.

 

სად შეიძლება გაჩერება?

კიევის სასტუმროებს აქვთ შეთავაზებები ნებისმიერი მოთხოვნილების მქონე მოგზაურთათვის. ორადგილიანი ნომრების ფასი იწყება 11 დოლარიდან*, ხოლო საოჯახო განთავსების ღირებულება 19 დოლარიდან*. პოპულარულ სასტუმროებში "სტანდარტი" და "დელუქსის" ორადგილიანი ნომრები საშუალოდ 90-100 დოლარი ღირს. საპრეზიდენტო ლუქსის ღირებულება შეადგენს 400 დოლარს*.

 

რისი დათვალიერება შეიძლება ახლო-მახლო?

ზოოპარკი "XII თვე" მდებარეობს კიევიდან 40 კმ-ის დაშორებით სოფელ დემიდოვსა და ლიტვინოვკას შორის. აქ, 16 ჰექტარზე, თანამედროვე ვოლიერებია აღმართული, რომლებშიც 100-ზე მეტი სახეობის ცხოველი კომფორტულად ბინადრობს. გაისეირნეთ ბავშვებთან ერთად და ნახეთ წითელი მგელი, ორი თეთრი ლომი, ლეოპარდები, შავი იაგუარები, კამჩატკი ს დათვები, კანის ანტილოპა, ალპაკები, აფთრები, პუმები, მარტორქები, ბიზონები და მაიმუნები. კონტაქტურ ზოოპარკში ბავშვებს შეუძლიათ მოეფერონ და აჭამონ ჯორებს, ბატკნებს, ხბოებს. შემდეგ კი გადახვიდე თ აქტიურ დასვენებაზე და ითამაშო თ მეკობრეთა გემით სათამაშო მოედანზე.

როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გემრიელად მიირთვან რესტორანში, რომელიც სტილიზებულია, როგორც ფიფქიის ზღაპრული ციხესიმაგრე. უგემრიელესი კერძები ასევე ხელმისაწვდომია ბავარიულ რესტორან "ლუდვიგ კინგ"-ში, რომელიც ასევე აღნიშნული კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს.

შეიძინეთ ავიაბილეთები თბილისი - კიევი

ავიაბილეთები თბილისი-კიევი ხელმისაწვდომია "SkyUp Airlines"-ის ვებგვერდზე. გადადით ვებგვერდზე და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი.

description-img

SkyInterior

We at SkyUp want your trip to be comfortable and beautiful, and that you completely relax, forget about any worries and set out to relax already in the cabin.

SkyInterior on our sides SkyUp is one of the reasons why it is so pleasant and comfortable to fly with us. This is an integrated approach to the design of the aircraft cabin, which is based on the principles of ergonomics, rationalism and, of course, comfort.

aircraft interior
aircraft interior
aircraft interior
  • In the design of the interior panels of the cabin there are no sharp corners, it creates additional protection;
  • There are comfortable LED backlights for reading;
  • Recessed buttons to call the flight attendant make it impossible to accidentally call;
  • Inside, the new configuration of luggage racks is more spacious and comfortable.

The main and really impressive effect, which is noted by absolutely everything - is the multi-colored interior lighting, which is selected depending on the phase of flight. The colors change very smoothly within a few minutes and create an inconspicuous calming and relaxing effect during the flight.

In the night phase of the flight, the light is turned off; for comfort, only the pleasant blue Sky Skylight remains, which somewhat resembles the light of the moon. At dawn, when the time to wake up, the color of the backlight changes to orange-pink - the color of the rising sun.

SkyUp offers to enjoy the comfort of modern lounges and feel the incredible emotions during the flight. After all, the journey must begin beautifully, do you agree?

Subscribe and be the first to get our best deals. By subscribing, you agree to the terms of our privacy policy.